ვერსია: · სამუშაო ვერსია, იურისტის განსახილველი

ქვემოთ მოცემულია სტრუქტურა და ჩვენი ვარაუდები. საბოლოო ტექსტს ამზადებს იურისტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის (ძალაშია 2024 წლის 1 მარტიდან) მიხედვით. გამოქვეყნებამდე ეს გვერდი არ არის საბოლოო.

1. ვინ ამუშავებს მონაცემებს

დამმუშავებელი: , ს/კ , მისამართი: .

მონაცემთა დაცვის ოფიცერი (თუ ინიშნება) და მისი საკონტაქტო მონაცემები.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • სახელი და გვარი, მობილური ტელეფონი, ელფოსტა (არჩევითი);
  • არჩეული მანქანა ან ლოტი და გაანგარიშების პარამეტრები;
  • არჩევითი დიაპაზონები: შემოსავლის წყარო, შემოსავალი, არსებული გადასახადები;
  • თანხმობები: ტექსტის ვერსია, დრო, არხი; IP მისამართის ჰეში და ბრაუზერის აღწერა.

პირველ ეტაპზე არ ვაგროვებთ: პირადობის ფოტოს, სელფის, პირად ნომერს, ბანკის ამონაწერს, ხელფასის ცნობას, ბანკის პაროლებს, საკრედიტო ანგარიშს.

3. რა მიზნით და რა საფუძვლით

  • თქვენთან დაკავშირება დაფინანსების თაობაზე — თქვენი თანხმობა;
  • მოთხოვნის გადაცემა დასახელებული პარტნიორისთვის — ცალკე თანხმობა, კონკრეტულ პარტნიორზე;
  • მარკეტინგი — ცალკე, არჩევითი თანხმობა;
  • უსაფრთხოება და ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება (მოთხოვნების რაოდენობის შეზღუდვა).

სამართლებრივი საფუძვლების ზუსტი ფორმულირება კანონის მუხლების მითითებით.

4. ვის გადაეცემა

მხოლოდ თქვენი ცალკე თანხმობით — დასახელებულ პარტნიორს: [პარტნიორის სახელი — ხელშეკრულების შემდეგ]. ტექნიკური მომსახურება: მონაცემთა ბაზისა და ჰოსტინგის მომწოდებლები [დასახელება და ქვეყანა — გადასაწყვეტია].

5. რამდენ ხანს ვინახავთ

სამუშაო წინადადება: მოთხოვნა, რომელიც პარტნიორს არ გადაეცა — ანონიმიზაცია 12 თვეში; გადაცემული — პარტნიორის ხელშეკრულებისა და კანონის მოთხოვნით; მარკეტინგის თანხმობა — გაწვევამდე.

6. თქვენი უფლებები

გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა, თანხმობის გაწვევა ნებისმიერ დროს. მოგვწერეთ: ან დაგვირეკეთ: .

7. საჩივარი

პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ზედამხედველი: [2026 წლის 2 მარტიდან — სახელმწიფო აუდიტის სამსახური; ოფიციალურ ტექსტში გადასამოწმებელია].

8. ანალიტიკა და ბრაუზერის მეხსიერება

ფორმის გვერდებზე სარეკლამო პიქსელს და სესიის ჩამწერს არ ვიყენებთ. ბრაუზერში ვინახავთ მხოლოდ თემას, ენას და მიმდინარე გაანგარიშებას.

9. მონაცემების გამოყენების პრინციპები

  • ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც დაფინანსების საკითხს სჭირდება — თქვენი მკაფიო თანხმობით.
  • კალკულატორის თვითშემოწმება (შემოსავალი და სხვა გადასახადები) მხოლოდ თქვენს ბრაუზერში ითვლება: არ იგზავნება და არ ინახება.
  • მონაცემს ვიყენებთ რისკის სწორად შესაფასებლად და თქვენთვის შესაფერისი ვარიანტის შესარჩევად — არასდროს იმისთვის, რომ ყველაზე გაჭირვებულს ყველაზე ძვირი პირობა შევთავაზოთ.
  • მონაცემებს არ ვყიდით. წვდომა აქვს მხოლოდ იმ თანამშრომელს, ვისაც სამუშაოსთვის სჭირდება, და ყოველი ნახვა ჩაიწერება.